აზერბაიჯანი უნგრეთისა და სლოვაკეთისთვის გაზის მიწოდებას გეგმავს. ამის შესახებ აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა.
„2021 წელს ჩვენ ევროპას მივაწოდეთ 8 მილიარდი კუბური მეტრი გაზი. წელს კი ჩვენი სამიზნე 12 კუბური მეტრია. დღეს აზერბაიჯანული გაზი ექსპორტზე გადის საქართველოში, თურქეთში, საბერძნეთში, ბულგარეთში, იტალიაში და ამ წლიდან უკვე რუმინეთში. მიმდინარე წლის ბოლოსთვის, ყველა საჭირო ინტერკონექტორის ხელმისაწვდომობის გათვალისწინებით, ჩვენ უნგრეთისა და სლოვაკეთისთვის გაზის მიწოდების დაწყებას ვგეგმავთ“, - აღნიშნა ალიევმა.
ალიევი ბულგარეთის რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა.