ყოფილმა შვედმა დეპუტატმა კაროლინ ნორდენგრიპმა უკრაინის შეიარაღებულ ძალებთან კონტრაქტი გააფორმა.
„ინფორმაცია ჩემ მიერ უკრაინის ჯარში გაწევრიანების შესახებ საკმაოდ სწრაფად გავრცელდა. მე ძალიან მადლობელი ვარ ყველა იმ გზავნილისთვის და მხარდაჭერისთვის, რომელსაც მთელი მსოფლიოს მასშტაბით ვიღებ. თავმდაბალი ვარ და არ ვიცი, რა ვთქვა. მადლობა. იფიქრეთ, თუ რაიმე მცირედით შეგიძლიათ, გააკეთოთ უკრაინისთვის და გთხოვთ, დაეხმაროთ მათ. Slava Ukraini [დიდება უკრაინას]", - წერს ნორდენგრიპი სოციალურ ქსელში.
2018 წლიდან 2022 წლამდე ნორდენგრიპი დეპუტატი იყო.