დავით ზალკალიანი საერთაშორისო თანამეგობრობას: მიიღეთ ქმედითი ზომები ზაზა გახელაძის დაუყოვნებლივ გასათავისუფლებლად

საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი საერთაშორისო თანამეგობრობას მიმართავს, რომ მიიღონ ქმედითი ზომები ზაზა გახელაძის დაუყოვნებლივ გასათავისუფლებლად.

საქართველოს ვიცე-პრემიერი ზაზა გახელაძის უკანონო ტყვეობის 12 წელზე მეტი ვადით გახანგრძლივების შესახებ გადაწყვეტილებაზე სოციალურ ქსელში წერს.

„ძალიან შეშფოთებული ვარ საქართველოს მოქალაქის, ზაზა გახელაძის უკანონო ტყვეობის 12 წელზე მეტი ვადით გახანგრძლივების შესახებ მიღებული გადაწყვეტილებით“, - წერს ზალკალიანი Twitter-ის პირად გვერდზე და აღნიშნავს, რომ ეს პროვოკაცია ნათლად ასახავს რუსეთის დესტრუქციულ გეგმებს, რომელიც საქართველოში დესტაბილიზაციის შექმნას ისახავს მიზნად.

ამავე თემაზე: ოკუპირებული ცხინვალის ე.წ-მა სასამართლომ, ზაზა გახელაძეს 12 წლითა და 6 თვით უკანონო პატიმრობა მიუსაჯა.

საგარეო საქმეთა სამინისტრო: განსაკუთრებით აღმაშფოთებელია ზაზა გახელაძის უკანონო პატიმრობაში დატოვება ევროსასამართლოს გადაწყვეტილების ფონზე.