ესტონეთის თავდაცვის ძალების ინსტრუქტორებმა უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ, სულ მცირე, 1000 უკრაინელი სამხედრო მოამზადეს.
ესტონეთის თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილემ, პოლკოვნიკმა მარტ ვენლამ განაცხადა, რომ სწავლების შედეგებზე გამოხმაურება დადებითია. მისივე ინფორმაციით, სნაიპერებს ესტონეთშიც ამზადებენ.
უკრაინელების ტრენინგს ნაწილობრივ ესტონეთის ბიუჯეტი აფინანსებს, ნაწილობრივ კი, ევროკავშირი.
ლატვიის თავდაცვის მინისტრმა ინარა მურნიეჩემ რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ ბალტიისპირეთის ქვეყანა გააგრძელებს უკრაინელი სამხედროების მომზადებას და აპირებს, ორჯერ მეტი სპეციალისტის მომზადებას, ვიდრე 2022 წელს, რაც დაახლოებით 3000 სამხედროს შეადგენს.