1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.4991 ლარი გახდა. ასეთი მონაცემი ბოლოს 2018 წელს დაფიქსირდა.
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.4991 ლარი გახდა.
"კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.5019 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0028 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.7605 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.7661 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0056 ლარი შეადგინა.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა", - ნათქვამია ინფორმაციაში.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ 2022 წლის განმავლობაში საქართველომ 4,37 მილიარდი დოლარის ფულადი გზავნილები მიიღო, რომლის თითქმის ნახევარი რუსეთიდან იყო. რუსეთიდან ტრანსფერები საგრძნობლად გაიზარდა უკრაინაში ომის დაწყების და საქართველოში რუსეთის მოქალაქეების ჩამოსვლის შემდეგ.