ზურაბიშვილი ევროპარლამენტს ბრიუსელში 31 მაისს მიმართავს

ევროპარლამენტთან მიღწეული შეთანხმებით, საქართველოს პრეზიდენტი ევროპარლამენტს ბრიუსელში 31 მაისს მიმართავს. აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტმა ევროპარლამენტის პრეზიდენტის, რობერტა მეცოლას ოფიციალური წერილი დღეს მიიღო.

ბრიუსელში ვიზიტთან დაკავშირებით თანხმობის მისაღებად საქართველოს პრეზიდენტის წერილი მთავრობას დღეს გაეგზავნა.

13 აპრილს გავრცელდა ინფორმაცია, რომ სტრასბურგში, ევროპარლამენტში სალომე ზურაბიშვილის გამოსვლა გადაიდო.

პრეზიდენტის ადმინისტრაცია ზურაბიშვილის ვიზიტის გადადებას მთავრობის მხრიდან ხელოვნურად გაჭიანურებული პროცესით ხსნიდა.

თუმცა მთავრობან პრეზიდენტის ადმინისტრაციის საპასუხოდ განცხადა, რომ სტრასბურგში ზურაბიშვილის ვიზიტზე თანხმობა გაცემული ჰქონდა.