Patriot-ის ტიპის საზენიტო სარაკეტო სისტემის მეორე დივიზია მზადყოფნაშია - უკრაინა

უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების სარდალმა, გენერალ-ლეიტენანტმა მიკოლა ოლეშჩუკმა განაცხადა, რომ Patriot-ის ტიპის საზენიტო სარაკეტო სისტემის მეორე დივიზია უკვე საბრძოლო მოვალეობას ასრულებს. ამის შესახებ ოლეშჩუკმა Telegram-ზე დაწერა.

„გამარჯვება უფრო ახლოსაა!" თქვა ოლეშჩუკმა.

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ჯარისკაცებმა უკვე აითვისეს ტექნიკა და საბრძოლო მოქმედებებში იყენებენ ლეგენდარულ ამერიკულ Black Hawk-ის ტიპის ვერტმფრენს.

უკრაინული მედიის ცნობით, ბოლო დღეებში, ფრონტის ერთ-ერთ რაიონში, მთავარი სადაზვერვო სამმართველოს სპეციალური ოპერაციების ნაწილებმა მონაწილეობა მიიღეს რეგულარულ წვრთნაში Black Hawk-ის ტიპის შვეულმფრენთან ურთიერთქმედების შესახებ.

სპეცდანიშნულების რაზმებმა უკევა გაიარეს შესაბამისი სწავლება.