უკრაინის ქალაქ უმანში რუსეთის სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 11-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას ჩერკასის რეგიონული ადმინისტრაცია ავრცელებს.
ადმინისტრაციის ცნობით, დაღუპულებს შორის არის ორი ბავშვი. 9 ადამიანი კი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
შეგახსენებთ, უკრაინის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაში იყო გამოცხადებული.
კიევის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, დედაქალაქში საჰაერო თავდაცვა მუშაობს. მოსახლეობას მოუწოდეს, საჰაერო თავდასხმის მაუწყებელი განგაშის დასრულებამდე თავშესაფრებში დარჩენილიყვნენ.
უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი ვალერი ზალუჟნი აცხადებს, რომ რუსული ძალების მიერ განხორციელებული სარაკეტო საჰაერო თავდასხმის დროს უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა Х-101 და Х-101 ტიპის 23 ფრთოსანი რაკეტიდან 21 გაანადგურეს. ამასთან, რუსული ძალების მიერ განხორციელებული საჰაერო თავდასხმის დროს, უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა კიევთან ახლოს 11 ფრთოსანი რაკეტა და 2 დრონი ჩამოაგდეს.