საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი კომისარი ჟოზეპ ბორელი რუსეთიდან სამი ევროპელი დიპლომატის გაძევების საკითხს გამოეხმაურა.
„მე მკაცრად ვგმობ ამ გადაწყვეტილებას და უარვყოფ ბრალდებებს, რომ ისინი უცხოელი დიპლომატის სტატუსთან შეუსაბამო საქმიანობას ახორციელებდნენ. ეს გადაწყვეტილება უნდა გადაიხედოს“, - აცხადებს ბორელი.
რუსეთმა ნავალნის მხარდასაჭერ აქციაში მონაწილეობისთვის ევროპელი დიპლომატები ქვეყნიდან გააძევა.