რუსეთის მიერ ანექსირებულ სევასტოპოლში ნავთობის საცავს ცეცხლი გაუჩნდა

რუსეთის მიერ ანექსირებულ სევასტოპოლში, უპილოტო აპარატების თავდასხმის შედეგად, ნავთობის საცავს ცეცხლი გაუჩნდა.

"ხანძარი საცავის ორ სხვადასხვა ადგილას გაჩნდა და ფართობი დაახლოებით 1 000 კვადრატული მეტრია. დაიწვა და დაზიანდა ნავთობის ოთხი ტანკერი", - განაცხადა ქალაქის გუბერნატორმა, მიხაილ რაზვოჟაევმა.

შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია.