თურქული უპილოტო საფრენი აპარატის Bayraktar-ის ცენტრი აზერბაიჯანში უახლოეს მომავალში შეიქმნება, განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა სტამბოლში TEKNOFEST აეროკოსმოსური და ტექნოლოგიების ფესტივალზე სიტყვით გამოსვლისას.
მისი თქმით, კომპანიის ხელმძღვანელი აზერბაიჯანში ამ თვის დასაწყისში, 3 აპრილს იმყოფებოდა.
„ვისაუბრეთ სამომავლო თანამშრომლობაზე და შევთანხმდით აზერბაიჯანში ბაირაქტარის ცენტრის დაარსებაზე. უახლოეს მომავალში აზერბაიჯანში „ბაირაქტარის“ ცენტრი დაარსდება“, - განაცხადა ალიევმა.
სამხედრო ანალიტიკოსთა შეფასებით, აზერბაიჯანულმა მხარემ ყარაბაღის მეორე ომში გარდამტეხი უპირატესობა სწორედ თურქული და უცხოეთიდან მოწოდებული სხვა საფრენი აპარატების დახმარებით მოიპოვა.
ინფორმაციისთვის, თურქულ საბრძოლო დრონს Bayraktar TB2-ს კომპანია Baykar-ი აწარმოებს.