არჩილ მესტვირშვილის თქმით, ეროვნული ბანკი შეისწავლის, სანქცირებულია თუ არა რუსული ბანკი - Точка

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა არჩილ მესტვირიშვილმა განაცხადა, რომ სებ-ი შეისწავლის, სანქცირებულია თუ არა რუსული ბანკი - Точка, ან მათი მფლობელები არიან თუ არა სანქციების ქვეშ და დადასტურების შემთხვევაში, ქართულ ბანკებს Точка-სთან ურთიერთობა არ ექნებათ.

„თუ ეს ბანკი სანქცირებულია, მაშინ მასთან საკორესპონდენციო ურთიერთობას არც ერთი ბანკი არ დაიჭერს, შესაბამისად, გადარიცხვები არ იქნება არც რუბლით, არც ლარით და არც სხვა ვალუტით. თუ ბანკი სანქცირებული არ არის, მაშინ რისკი არ არის, არ აქვს მნიშვნელობა ეს გადარიცხვები რომელ ვალუტაში ხდება. ამას ჩვენ შევისწავლით, ასევე კომერციულ ბანკებს დავუკავშირდებით, მაგრამ ჩვენს გარეშეც თუ ეს ბანკი ან მათი მფლობელები არიან სანქცირებულები, ქართული ბანკები მათთან ურთიერთობას არ დაიჭერენ“, - განაცხადა მესტვირიშვილმა მედიასთან.