ევროპის საბჭომ მიიღო მოლდოვის მხარდასაჭერად მიზანმიმართული შემზღუდავი ჩარჩო მიიღო.
ის უზრუნველყოფს ევროკავშირს სანქციების დაწესების შესაძლებლობას იმ პირების მიმართ, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან იმ ქმედებების მხარდაჭერაზე ან განხორციელებაზე, რომლებიც ძირს უთხრის ან საფრთხეს უქმნის მოლდოვის რესპუბლიკის სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას, ისევე როგორც ქვეყნის დემოკრატიას, ასევე, კანონის უზენაესობას, სტაბილურობას ან უსაფრთხოებას. მიზანმიმართული შემზღუდავი ზომების ეს ჩარჩო მოლდოვის რესპუბლიკის მოთხოვნით მიიღეს.
„როგორც ერთ-ერთი ქვეყანა, რომელიც ყველაზე მეტად დაზარალდა რუსეთის მიერ უკრაინაში უკანონო შეჭრის შედეგად, ჩვენ მოლდოვას დესტაბილიზაციის გაზრდილი და მუდმივი მცდელობების მოწმენი ვართ. ახალი სანქციების რეჟიმი იმ ადამიანების მიმართ, ვინც ქვეყნის დესტაბილიზაციას ცდილობს, მოგვცემს შესაძლებლობას, გავაგრძელოთ მოლდოვის მდგრადობის გაძლიერება. ევროკავშირის მიერ მოლდოვის მხარდაჭერის მნიშვნელოვანი პოლიტიკური სიგნალი დღევანდელ რთულ კონტექსტში",- განაცხადა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენლმა, ჯოზეფ ბორელმა.
ამ ახალი ჩარჩოს საშჯალებით, ევროკავშირს შეეძლება, დაასანქციროს, მაგალითად, ფიზიკური პირები, ვინც ხელს უშლის ან ძირს უთხრის დემოკრატიულ პოლიტიკურ პროცესს, მათ შორის არჩევნების ჩატარებას, ან ცდილობს კონსტიტუციური წესრიგის დამხობას, მათ შორის ძალადობის აქტებით.
სამომავლო შემაკავებელი ზომები, ასევე, შეიძლება, იყოს მიმართული იმ პირების მიმართ, რომლებიც ახორციელებენ სერიოზულ ფინანსურ გადაცდომებს სახელმწიფო სახსრებთან და კაპიტალის არასანქცირებულ ექსპორტთან დაკავშირებით, რამდენადაც მათ შეუძლიათ გააკონტროლონ ან სერიოზული გავლენა იქონიონ სახელმწიფო ხელისუფლების საქმიანობაზე.
სანქციები მოიცავს აქტივების გაყინვას, ფიზიკური პირებისა და სუბიექტებისთვის სახსრების ხელმისაწვდომობის აკრძალვას და ევროკავშირში მოგზაურობის აკრძალვას ფიზიკური პირებისთვის.
ევროკავშირის შეფასებით, მოლდოვის რესპუბლიკის დესტაბილიზაციის მცდელობები შესამჩნევად გაიზარდა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიული ომის დაწყების შემდეგ და წარმოადგენს პირდაპირ საფრთხეს ევროკავშირის გარე საზღვრების სტაბილურობისა და უსაფრთხოების კუთხით.