შაბათს, 2023 წლის 29 აპრილს, რუსეთში, ქალაქ პერმში, საარტილერიო და სარაკეტო სისტემების მწარმოებელ ქარხანაში ხანძარი გაჩნდა.
საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ცნობით, სატრანსფორმატორო ქვესადგურს გაუჩნდა ცეცხლი. აღსანიშნავია, რომ ხანძრის ლიკვიდაციაში 37 ადამიანი და 10 ტექნიკა იყო ჩართული. უწყების ცნობით, ცეცხლი მალევე ჩააქრეს. ზარალის შესახებ ინფორმაცია უცნობია.
უკრაინული მედია წერს, რომ რუსეთში ეს ერთადერთი საწარმოა, რომელიც მრავალჯერად სარაკეტო სისტემებს აწარმოებს. ქარხანა ევროკავშირის სანქციების ქვეშაა.