რუსეთში ბრიანსკის ოლქის სოფელი სუზემკაში სროლის შედეგად, ორი ადამიანი დაიღუპა და ორი დაშავდა. სუზემკა რუსეთ-უკრაინის საზღვრიდან ათ კილომეტრში მდებარეობს.
რადიო თავისუფლებისა და ასევე, სააგენტო Anadolu-ს რუსული სამსახურები ოლქის გუბერნატორ ალექსანდრ ბოგომაზის კომენტარზე დაყრდნობით წერენ, რომ ერთი საცხოვრებელი სახლი მთლიანად დაინგრა.
სროლაში ის „უკრაინელ ნაციონალისტებს“ ადანაშაულებს.
გამოცემა „ბაზა" იტყობინება, რომ ღამის განმავლობაში ბრიანსკის ოლქისთვის ცეცხლის გახსნა გრძელდებოდა. სამი საათისთვის სუზემკაში კიდევ სამი ჭურვი ჩამოვარდა. ერთი კერძო სახლს მოხვდა, მაგრამ არ აფეთქდა, ხოლო გარკვეული პერიოდის შემდეგ, სოფელს კიდე ორი ჭურვი დაეცა.
რუსეთის საზღვრისპირა ბელგოროდის, ბრიანსკის და კურსკის ოლქებზე შეტევაში რუსეთი ხშირად ადანაშაულებს უკრაინას. კიევი შეტევებში მონაწილეობას ოფიციალურად არ ადასტურებს.