"აშშ გმობს რუსეთიდან სამი დიპლომატის გამოძევების ფაქტს", - ასე გამოეხმაურა აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი რუსეთიდან ევროპელი დიპლომატების გაძევების საკითხს.
ბლინკენმა განცხადება Twitter-ში გამოაქვეყნა.
„აშშ გმობს იანვრის აქციებზე დაკვირვების გამო დღეს რუსეთიდან სამი დიპლომატის გამოძევების ფაქტს. ეს თვითნებური და გაუმართელებელი ქმედება რუსეთის მიერ საერთაშორისო ვალდებულებებისთვის თავის არიდებას წარმოადგენს. ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ გერმანიას, პოლონეთსა და შვედეთს“, – წერს ბლინკენი.
ცნობისთვის, რუსეთმა ნავალნის მხარდასაჭერ აქციაში მონაწილეობისთვის ევროპელი დიპლომატები ქვეყნიდან გააძევა.