გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა დაგმო რუსეთის გადაწყვეტილება ევროპელი დიპლომატების მოსკოვიდან გაძევებასთან დაკავშირებით. ამის შესახებ ინფორმაციას Deutsche welle ავრცელებს.
აღნიშნულ საკითხზე კომენტარი მერკელმა საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან ონლაინ კონფერენციის დროს გააკეთა.
გერმანიის კანცლერამ დიპლომატების გაძევებას "გაუმართლებელი" უწოდა და აღნიშნა, რომ ეს მხოლოდ იმის გამო ხდება, რომ რუსეთი შორს არის კანონის უზენაესობისგან.
ანგელა მერკელის თქმით, Nordstrom 2 მილსადენი გავლენას არ მოახდენს და გერმანია მზადაა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გასაგრძელებლად, მაგრამ დიპლომატიური მოვალეობაა, რომ ევროპის უზარმაზარ აღმოსავლელ მეზობელთან კომუნიკაციის არხები ღია დარჩეს.
რუსეთიდან დიპლომატების გაძევება საფრანგეთის პრეზიდენტმაც დაგმო.
ცნობისთვის, რუსეთმა ნავალნის მხარდასაჭერ აქციაში მონაწილეობისთვის ევროპელი დიპლომატები ქვეყნიდან გააძევა.