ჩინეთმა რუსეთი უკრაინაში აგრესორად პირველად აღიარა - მედია

ჩინეთის დელეგაციამ მხარი დაუჭირა გენერალური ასამბლეის რეზოლუციას, რომელშიც რუსეთს „აგრესორს“ უწოდებენ, ეს გაეროში ისლანდიის წარმომადგენლობის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებიდან ირკვევა, რომელიც Twitter-ზე განათავსა.

ჩინეთის გარდა, დოკუმენტს მხარი დაუჭირეს ყაზახეთმა და ყველა სხვა პოსტსაბჭოთა რესპუბლიკამ, გარდა ტაჯიკეთისა და უზბეკეთისა, ისევე როგორც ქვეყნებმა, რომლებსაც რუსეთის ხელისუფლება „მეგობრულად“ მიიჩნევს. მათ შორისაა ინდოეთი, ბრაზილია და თურქეთი.

რეზოლიციას მხარი 122-მა ქვეყანამ დაუჭირა. წინააღმდეგნი კი, რუსეთის გარდა იყვნენ ბელორუსი, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა, ნიკარაგუა და სირია.

შეგახსენებთ, რომ ჩინეთი უარს ამბობს რუსეთის მიერ წარმოებული ომის დაგმობაზე. მან 12 პუნქტიანი სამშვიდობო წინადადება წარმოადგინა, რომლის ნდობაც ვერც უკრაინისგან და ვერ დასავლეთისგან დაიმსახურეს, რადგან დოკუმენტში არაფერია ნათქვამი რუსეთის მიერ ჯარის დატოვებაზე, როგორც ომის დასრულების გზაზე.