ჩინეთში, Sinochem-ის ქიმიურ ქარხანაში მომხდარ აფეთქებას ხუთი ადამიანი ემსხვერპლა, ერთი კი, დაშავდა.
Reuters-ის ცნობით, ერთი ადამიანი დაკარგულია.
აფეთქება შანდუნის პროვინციის ქალაქ ლიაოჩენში მოხდა.
ხანძარი ლოკალიზებულია. შემთხვევის გამომწვევი მიზეზის დასადგენად გამოძიება მიმდინარეობს.