ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ზაზა გახელაძისთვის პატიმრობის გახანგრძლიევების საკითხს ეხმიანება და აღნიშნავს, რომ ესტონეთი მკაცრად გმობს საოკუპაციო რეჟიმის გადაწყვეტილებას.
"ესტონეთი მკაცრად გმობს ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის გადაწყვეტილებას, საქართველოს მოქალაქის ზაზა გახელაძის უკანონო დაკავების 12+ წლით გაგრძელების შესახებ.
21 იანვრის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად, რუსეთი პასუხს აგებს ადამიანის უფლებათა უხეში დარღვევებისთვის", - ნათქვამია განცხადებაში.
ოკუპირებული ცხინვალის ე.წ-მა სასამართლომ, ზაზა გახელაძეს 12 წლითა და 6 თვით უკანონო პატიმრობა მიუსაჯა.