პოლიციის ოფიცრებმა და მოხალისეებმა ხერსონის რეგიონიდან, რომელიც რუსული ძალების მუდმივი დარტყმის ქვეშაა, 366 ბავშვის ევაკუაცია მოახდინეს. ამის შესახებ ინფორმაცია უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტრომ Twitter-ზე გამოაქვეყნა.
„ხერსონის რეგიონიდან 366 ბავშვი ევაკუირებულია პოლიციის ოფიცრებისა და მოხალისეების მიერ. ბავშვები ცხოვრობდნენ ბერისლავის რაიონში, ბილოზერკასა და დარიივკას თემებში და ხერსონის გარეუბნებში. ეს რაიონები ახლა რუსული არმიის არტილერიის მხრიდან ძლიერი დაბომბვის ქვეშ არიან, - ნათქვამია ინფორმაციაში.
ინფორმაციისთვის, სავალდებულო ევაკუაციის ფარგლებში, ორი თვის განმავლობაში, დონეცკის ოლქიდან უსაფრთხო რეგიონებში 370 ბავშვი გადაიყვანეს.