ლიეტვუას საგარეო უწყება ზაზა გახელაძისთვის პატიმრობის გახანგრძლივებაზე: ეს არის ევროპული სასამართლოს 21 იანვრის განაჩენის აშკარა დარღვევა

`ვგმობთ რუსეთის მიერ კონტროლირებადი სამხრეთ ოსეთის ე.წ. სასამართლოს განაჩენს", - ასე გამოეხმაურა ლიეტვუას საგარე საქმეთა სამინისტრო ზაზა გახელაძისთვის პატიმრობის გახანგრძლივების საკითხს. ამის შესახებ სამინისტრომ Twitter-ის ოფიციალურ გვერდზე გამოაქვეყნა.

სამინისტროს განცხადებით, ე.წ. სასამართლოს გადაწყვეტილება, არღვევს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას და ეწინააღმდეგება ევროსასამართლოს განაჩენს.

„ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრო მკაცრად გმობს რუსეთის მიერ კონტროლირებადი სამხრეთ ოსეთის ე.წ. სასამართლოს განაჩენს. ესაა 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებისა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 21 იანვრის განაჩენის აშკარა დარღვევა. ლიეტუვა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ერთგული რჩება“ - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, ოკუპირებული ცხინვალის ე.წ-მა სასამართლომ, ზაზა გახელაძეს 12 წლითა და 6 თვით უკანონო პატიმრობა მიუსაჯა.