ესტონეთის სახელმწიფომ ისრაელის ფირმა Israel Aerospace Industries-თან (IAI) გააფორმა კონტრაქტი, რომლის თანახმადაც, ესტონეთი საჰაერო თავდასხმებისთვის განკუთვნილ 100 მილიონი ევროს ღირებულების საბრძოლო მასალას შეიძენს. კერძოდ, საუბარია ახალი თაობის „კამიკაძე დრონებზე“, რომლებიც აღჭურვილია დამიზნების მაღალხარისხიანი, ელექტრო-ოპტიკური სისტემით.
ეს სისტემები თავდასხმითვის გამოიყენება თურქეთში, აზებაიჯანსა და ისრაელში.
ესტონეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ქვეყანა თანამედროვე სისტემებს 2024 წლიდან მიიღებს, რის შემდეგაც პერსონალის წვრთნები დაიწყება.
გაფორმებული შეთანხმების ზუსტ დეტალებს ესტონეთის თავდაცვის სამინისტროში არ ასაჯაროებენ, თუმცა მედიის ცნობით, ესტონეთმა ასევე შეიძინა საარტილერიო სარაკეტო კომპლექსი „ჰაიმარსიც“.