სუდანში დაპირისპირებული მხარეები 7 დღით ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ. ინფორმაციას სამხრეთ სუდანის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
ქვეყნის არმია და გასამხედროებული დაჯგუფება სამშვიდობო მოლაპარაკებებში მიიღებენ მონაწილეობას. პარალელურად, გაერო საგანგაშო მონაცემებს ავრცელებს.
საერთაშორისო ორგანიზაციის ინფორმაციით, 15 აპრილის შემდეგ სუდანი ასი ათასზე მეტმა ადამიანმა დატოვა.
ცნობისთვის, სუდანში ქვეყნის არმიასა და გასამხედროებულ „სწრაფი მხარდაჭერის ძალებს“ შორის შეტაკებები მიმდინარეობს.