ენტონი ბლინკენი: აშშ პეკინს პასუხს აგებინებს სტაბილურობისთვის საფრთხის შექმნის მცდელობების გამო,

ჩინეთი ადამიანის უფლებების დარღვევებისთვის, განსაკურებით სინძიანში, ტიბეტსა და ჰონგ-კონგში, პასუხს აგებს. აშშ-ის სახელმწიფო მდივანიმა ენტონი ბლინკენმა ჩინეთის კომუნისტური პარტიის ცენტრალური საგარეო საქმეთა კომისიის დირექტორ იან ჯიჩთან სატელეფონო საუბრისას აღნიშნა, რომ აშშ დაიცავს საკუთარ ეროვნულ ინტერესებსა და დემოკრატიულ ღირებულებებს.

ბლინკენმა ასევე აღნიშნა, რომ ვაშინგტონი მოკავშირეებთან ერთად იმუშავებს, რათა ჩინეთმა პასუხი აგოს მცდელობისთვის, რომელიც ტაივანის სრუტის გასწვრივ სტაბილურობისთვის საფრთხის შექმნას გულისხმობს.

„გარკვევით განვაცხადე, აშშ პასუხს აგებინებს პეკინს ინდო-წყნარი რეგიონის სტაბილურობისთვის საფრთხის შექმნისკენ მიმართული მცდელობებისა და წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო სისტემის ძირის გამოთხრის გამო”, - განაცხადა ენტონი ბლინკენმა.

ამავე თემაზე: ჩინეთი აშშ-ს „ბოლო წლებში დაშვებული შეცდომების გამოსწორებისკენ“ მოუწოდებს