უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, რომელიც ფინეთში ვიზიტით იმყოფება, უარყო, რომ მისი ქვეყანა იყო პასუხისმგებელი რუსეთის პრეზიდენტის „ვლადიმერ პუტინის წინააღმდეგ განხორციელებულ თავდასხმაზე“, კრემლზე უპილოტო თვითმფრინავის თავდასხმის შემდეგ.
უკრაინის პრეზიდენტმა განმარტა, რომ უკრაინას არ აქვს საკმარისი იარაღი, რომ ის მსგავს ინციდენტებზე გახარჯოს.
„ჩვენ პუტინს, ან მოსკოვს თავს არ დავსხმივართ. ამას ტრიბუნალს ვუთმობთ. ჩვენ ჩვენს ტერიტორიაზე ვიბრძვით“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ჰელსინკში გამართულ პრესკონფერენციაზე.
შეგახსენებთ, რუსეთი უკრაინაში გასული წლის თებერვალში შეიჭრა და ამ დრომდე აწარმოებს სრულმასშტაბიან ომს.