„კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ აქტიურად დავუპირისპირდეთ რუსულ დეზინფორმაციას“, - განაცხადა NATO-ს გენერალური მდივნის თანაშემწის მოადგილემ უსაფრთხოების თანამედროვე გამოწვევების საკითხებში, ჯეიმ აპატურაიმ მედიასთან შეხვედრაზე 3 მაისს, როდესაც ჰკითხეს „ომში საქართველოს ჩათრევის დეზინფორმაციულ კამპანიაზე“.
„ვიცი, რომ უამრავი დეზინფორმაცია ვრცელდება საქართველოშიც და სხვა ქვეყნებშიც. რუსეთის მიერ შთაგონებული დეზინფორმაციის გავრცელება გაიზარდა, უკრაინაში აგრესიის დაწყების შემდეგ. კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ აქტიურად დავუპირისპირდეთ ამ სახის ინფორმაციას“, - აცხადებს ჯეიმს აპატურაი.