უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ფინეთიდან ნიდერლანდებში ჩავიდა. უკრაინული მედია ინფორმაციას გამოცემა ადგილობრივ გამოცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.
მისივე თანახმად, დღეისთვის დაგეგმილია მისი სიტყვით გამოსვლა ჰააგაში თემაზე: „არ არსებობს მშვიდობა სამართლიანობის გარეშე“.
უკრაინის პრეზიდენტი ასევე ეწვევა ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს, რომელიც იძიებს რუსეთის მიერ უკრაინაში ჩადენილ ომის დანაშაულებს.
ვოლოდიმირ ზელენსკი ნიდერლანდებს პრეზიდენტის რანგში პირველად ეწვია. გუშინ ის ფინეთში იმყოფებოდა და ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ გერმანიაშიც ჩავიდოდა.