NATO-ს წევრმა ქვეყნებმა მოახერხეს დივერსიფიცირების გზების მოძებნა რუსული გაზისა და ნავთობისგან, საქართველო და ეს რეგიონი უფრო მნიშვნელოვანი გახდა ევროატლანტიკური ენერგოუსაფრთხოებისთვის. ჩვენ გვინდა, დარწმუნებული ვიყოთ, რომ ეს მიმართულება დაცული იქნება, განაცხადა NATO-ს გენერალური მდივნის თანაშემწის მოადგილემ ჯეიმს აპატურაიმ თბილისში ვიზიტისას.
„ვიცი, რომ მნიშვნელოვანი პროექტებია მიმდინარეობს, რომელიც გაზრდის საქართველოს ტრანზიტულ როლს ენერგო და ციფრულ მიმართულებებში შავი ზღვის გავლით. გვინდა, ერთად ვიმუშაოთ შავი ზღვის ქვეშ კრიტიკული ინფრასტრუქტურის უსაფრთხოებისთვის, რომელიც რისკის ქვეშაა და უფრო მეტი უნდა გავაკეთოთ მისი დაცულობისთვის", - აცხადებს ჯეიმს აპატურაი.