რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი უნდა დაისაჯოს მის მიერ უკრაინაში წარმოებული ომის გამო, განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხუთშაბათს, ჰააგაში ვიზიტისას, სადაც მდებარეობს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო (ICC).
„ჩვენ ყველას გვსურს, ვიხილოთ სხვა ვლადიმერი აქ, ჰააგაში, ის, ვინც იმსახურებს დასჯას მისი დანაშაულებრივი ქმედებებისთვის აქ. საერთაშორისო სამართლის დედაქალაქში“, - განაცხადა ზელენსკიმ.
ცნობისთვის, უკრაინიდან ბავშვების ეჭვმიტანილი დეპორტაციის გამო, ICC-მ პუტინის დაპატიმრების ორდერი მარტში გასცა.