საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ განაცხადა, რომელმაც უკრაინის ომბუდსმენსა და უკრაინის რადის წევრებთან ვიდეოჩართვისას მიხეილ სააკაშვილის საკითხი განიხილა.
- განმეორდა გონების კარგვა და ბეწვზე გადავურჩი სიკვდილს - სააკაშვილი
- მიხეილ სააკაშვილს გონება არ დაუკარგავს - ჩხაიძე
„შეხვედრა უკრაინის ომბუდსმენის ინიციატივით შედგა. თემა მიხეილ სააკაშვილი იყო. მიხეილ სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა და გაკვირვებული ვარ, რომ ადამიანებს, რომელთაც ომი აქვთ ქვეყანაში დროს პოულობენ, ჩემს შვილზე ზრუნვა არ შეუწყვეტიათ. წარმოადგინეს თარიღები და ფაქტები, რა მოხდა, როგორ მოხდა, როგორ იცვლებოდა მისი გადაყვანა, სად იყო განთავსებული, ყველაფერი აღრიცხული აქვთ.
საუბარი იყო, რომ გაგზავნილია სტრასბურგში საბუთები, ერთმა ლექტორმა თქვა, იქნებ დამატებითი არხები გავაჩინოთ, გავმიჯნოთ იურიდიული საკითხი და სხვა უნივერსიტეტის კოლეგებთან დავამყაროთ ინიციატივა, რაიმე სხვა ჰუმანიტარული მიზნებით შემოვიფარგლოთ. ძალიან დიდი თანაგრძნობა იგრძნობოდა. ბრძოლის პროცესში ყველა ჩაბმულია. ომბუდსმენმა ბრძანა, რომ აპირებს მიმართოს პენიტენციურს, რათა მიხეილ სააკაშვილის მონახულება შეძლოს. ის, რაც მან უკრაინაში გააკეთა ძალიან დაფასებულია. რა თქმა უნდა, უკრაინული მხარე დაინტერესებულია, რომ მიხეილ სააკაშვილი ქვეყნიდან გაიყვანონ", - აღნიშნა ალასანიამ.
- ვოლოდიმირ ზელენსკი: სააკაშვილის სიცოცხლე საქართველოს ეთიკურ გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული
- ვოლოდიმირ ზელენსკიმ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, საქართველოს ხელისუფლებას მიმართა
შეგახსენებთ, 6 თებერვალს, სასამართლომ მიხეილ სააკაშვილი პატიმრობაში დატოვა.
მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ 12 მაისიდან მკურნალობს.
უკრაინის მოქალაქეს, მიხეილ სააკაშვილს ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. ის საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა და თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, პირველ ოქტომბერს დააკავეს.
დაკავების დღესვე სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. შიმშილობიდან 50-ე დღეს, 19 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილმა პროტესტი შეწყვიტა მას შემდეგ, რაც ის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, საიდანაც რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში 30 დეკემბერს დააბრუნეს.