პარლამენტთან „დაუმორჩილებლობის მარში" მიმდინარეობს. საკარნავალე ფორმაში გამოწყობილი მოქალაქების ჯგუფი, კომენდანტის საათის გაპროტესტების მიზნით გაადადგილების შეზღუდვის წესებს არღვევს.
როგორც მომიტინგეები აღნიშნავენ, ამ ფორმით პანდემიის გამო მოქმედ რეგულაციებს აპროტესტებენ. აქციის მონაწილეები დასარტყამი ინსტრუმენტებით და საკარნავალო აქსესუარებით გადაადგილდებიან.
„გადაადგილების შეზღუდვა არ შეესაბამება კანონმდებლობას და ის არაკონსტიტუციურია. ჩვენი მთავარი მოთხოვნა სწორედ კომენდანტის საათის მოხსნაა. მსგავსი სახის პროტესტს სხვა დღეებშიც გავმართავთ. ვიცით, რომ პანდემიაა, ვიცით რომ, ნიღაბი უნდა გვეკეთოს, ვიცით, რომ დისტანციით უნდა ვიდგეთ, მაგრამ ის რომ, 10-ის ერთ წუთზე თურმე კორონა უფრო საშიში ხდება, სისულელეა. ბევრი უაზრო რეგულაციაა, რომლის წინააღმდეგაც ვართ დღეს გამოსული“, - აღნიშნა აქციის მონაწილე გიგა მაქარაშვილმა.
აქციაზე მოძრაობა „სირცხვილიას“ აქტივისტებმა შეზღუდვებით გამოწვეულ ეკონომიკურ კრიზისზე და უმუშევრად დარჩენილ ადამიანების პრობლემებზე გააკეთეს განცხადებები.
ამავე თემაზე: „გახსენი ქვეყანა“: „სოციალური აფეთქება“ პარლამენტთან აქციას მართავს