ყველაფერი კეთდება, რათა უკანონო პატიმრობაში მყოფი ქრისტინე თაკალანძე დაუბრუნდეს საკუთარ ოჯახს - სუს-ი

სუს-ი ქრისტინე თალაკანძისთვის უკანონო პატიმრობასთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს. 

"ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. სასამართლომ უკანონოდ დაკავებულ საქართველოს მოქალაქეს ქრისტინე თაკალანძეს 10 წლითა და 6 თვით უკანონო პატიმრობა მიუსაჯა.

აღნიშნულ უკანონო „გადაწყვეტილებას“ წინ უძღოდა გამოგონილი და აბსურდული ბრალდებების საფუძველზე თაკალანძის უკანონოდ დაკავება, რასაც მოჰყვა მრავალთვიანი უკანონო პატიმრობა.

ერთობლივი ძალისხმევით, კეთდება ყველაფერი, რათა უკანონო პატიმრობაში მყოფი ქრისტინე თაკალანძე დაუბრუნდეს საკუთარ ოჯახს.

საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განხორციელებულ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას", - ნათქვამია სუს-ის განცხადებაში.