2018-2019 წლებში, გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრებს, ხარჯების ანაზღაურების სახით, მიღებული აქვთ 264.2 ათასი ლარი. მუნიციპალიტეტმა კი ვერ წარმოადგინა დოკუმენტური მტკიცებულებები საკრებულოს წევრების ხარჯების დასადასტურებლად - ამის შესახებ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანაგრიშშია აღნიშნული.
ანგარიში 5 თებერვალს გამოქვეყნდა. აუდიტის დასკვნაში ასევე აღნიშნულია, რომ 2018-2019 წლებში გარდაბნის მუნიციპალიტეტმა ა(ა)იპ − ქვემო ქართლის რეგიონული განვითარების სააგენტოს ანგარიშზე გადარიცხა 90.0 ათასი ლარი.მუნიციპალიტეტმა ა(ა)იპ დააფინანსა ისე, რომ არ არის წარმოდგენილი ინფორმაცია დახარჯული საბიუჯეტო სახსრებიდან რა სარგებელი მიიღო მუნიციპალიტეტმა. აქედან გამომდინარე, ადგილობრივი ბიუჯეტიდან გაწეული 90.0 ათასი ლარის ხარჯის მიზანშეწონილობა არ არის სათანადოდ დასაბუთებული.
დასკვნის თანახმად, მაშინ როცა მერიის ქონების მართვის სამსახურში 35 ადამიანია დასაქმებული, ბიუჯეტიდან 67 ათასი ლარი გადაურიცხეს საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ფინანსისტთა ასოციაციას, საკონსულტაციო სამუშაოებისთვის. მერიამ ასოციაციის მიერ გაწეული სამუშაოების მტკიცებულება ვერ წარადგინა. პასუხისმგებელი პირის განმარტებით, ასოციაცია მერიას ეხმარება უძრავი ქონების და მატერიალური ფასეულობების აღწერაში, თუმცა აუდიტის ჯგუფის მიერ გამოვლინდა მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული სატრანსპორტო საშუალებების დანაკლისი.
2018-2019 წლებში გარდაბნის მუნიციპალიტეტის მიერ 5.0 ტონამდე საწვავი გახარჯულია თანამშრომლების შვებულებაში ყოფნის დროს, კერძო საკუთრებაში მყოფ ავტომობილებში.
ანგარიშის თანახმად, ასევე გამოვლინდა, რომ ნახევარ ტონამდე საწვავი დახარჯულია ქვეყნის ფარგლებს გარეთ მივლინებაში მყოფი პირების სარგებლობაში არსებულ მანქანებზე. გარდა ამისა, 6.0 ტონამდე საწვავი ავტომობილებში ჩასხმულია სხვადასხვა ქალაქში ისეთ დროს, როდესაც მუნიციპალიტეტში დასაქმებული პირები არ იმყოფებოდნენ ქვეყნის შიგნით სამსახურებრივ მივლინებაში.
წარმოდგენილი მონაცემების მიხედვით, 2018-2019 წლებში გარდაბნის მუნიციპალიტეტის მიერ სულ გაიხარჯა 823.7 ათასი ლარის ღირებულების 393.6 ტონა საწვავი.
გარდაბნის მუნიციპალიტეტისათვის სამსახურებრივი უფლებამოსილების განსახორციელებლად რეკომენდებული იყო 8 ერთეული სამორიგეო ავტომანქანა. რეალურად კი მუნიციპალიტეტი 2018 წელს სარგებლობდა ბალანსზე რიცხული 23 სამორიგეო და 69 კერძო საკუთრებაში არსებული მანქანით, ხოლო 2019 წელს − 19 სამორიგეო და 76 კერძო საკუთრებაში არსებული ავტომობილით.
რიგ შემთხვევებში, ავტოსატრანსპორტო საშუალებებში ერთჯერადად ჩასხმულია ავტომობილების ავზის მოცულობაზე მეტი ოდენობის საწვავი. სულ 2018-2019 წლებში გამოვლინდა 191 მსგავსი შემთხვევა, რა დროსაც ავტომობილის ავზის მოცულობაზე გადაჭარბებით ჩასხმულია 3.1 ტონა საწვავი.
სატრანსპორტო საშუალებების მართვაში არსებული ხარვეზები მუნიციპალიტეტის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების განსახორციელებლად გამოყენებული სამორიგეო სატრანსპორტო საშუალებების რაოდენობა 84 ერთეულით აღემატება საქართველოს მთავრობის დადგენილებით რეკომენდებულ ზღვრულ ოდენობას.
ანგარიშში ასევე საუბარია სატენდერო პირობების დარღვევაზე
გამარტივებულ შესყიდვებში არსებული შეუსაბამობები გამარტივებული შესყიდვის საშუალებით სამშენებლო სამუშაოების შესყიდვისას, 7,932.6 ათასი ლარის ღირებულების ობიექტები ჩაბარებულია და ანგარიშსწორება განხორციელებულია ფაქტობრივი დანახარჯების დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენის გარეშე, რაც ეწინააღმდეგება მოქმედ კანონმდებლობას და იწვევს თანხების ზედმეტად ანაზღაურების რისკს.
2018-2019 წლებში, მუნიციპალიტეტის, მერიის მიერ შრომითი ხელშეკრულებით დაქირავებულთა რაოდენობა აღემატებოდა კანონით დადგენილ ნორმას. საჯარო ფინანსების რაციონალურიხარჯვის პრინციპიდან გამომდინარე,