რომის პაპმა ფრანცისკემ სინოდის მდივნად, ისტორიაში პირველად ქალი დანიშნა

კათოლიკური ეკლესიის წინამძღვარმა, პაპმა ფრანცისკემ სინოდის მდივნად ქალი პირველად დანიშნა. ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს. პირველად ქალს, ნატალი ბექვარტს, შეეძლება კენჭისყრა კათოლიკური ეკლესიის ეპისკოპოსთა სინოდში.

პაპმა ეკლესიაში ქალის როლის გაძლიერების სურვილი არაერთხელ გამოხატა. „ნატალი ბექვარტის დანიშვნით, სინოდის ხმის მიცემის პროცედურაში მონაწილეობის კარი გაიხსნა", - განაცხადა პაპმა ფრანცისკემ.

52 წლის ბექვარტს დოქტრინების საკითხების შესწავლა დაევალება. 2019 წლიდან მას სინოდში მრჩევლის პოზიცია ეკავა.

საფრანგეთში დაბადებულ ნატალი ბექვარტს ბიზნესის მენეჯმენტში მაგისტრის ხარისხი აქვს მიღებული პარიზში, ბიზნეს სკოლა HEC-ში. მანამდე კი ბოსტონში სწავლობდა.

ამავე თემაზე: რომის პაპმა კათოლიკურ ეკლესიაში ქალებს ზიარების პროცესიაში და საკურთხეველში მსახურების უფლება მისცა