კანადის მთავრობამ ჩინელი დიპლომატი, ჟაო ვეი გააძევა, რომელიც, სავარაუდოდ, პარლამენტის წევრის დაშინების სქემაში მონაწილეობდა.
ჩინეთს ბრალად ედება ჰონგ-კონგში დეპუტატ მაიკლ ჩონგის და მისი ნათესავების დაშინების მცდელობა მას შემდეგ, რაც მან ჩინეთი ადამიანის უფლებების დარღვევაში დაადანაშაულა. ოტავაში ჩინეთის საელჩომ განაცხადა, რომ დიპლომატის გაძევებას გმობს და საპასუხო ზომებს მიიღებს.
ინფორმაციისთვის, ოტავის მიერ ჩინელი დიპლომატის პერსონა ნონ გრატად გამოცხადება მოჰყვა კანადის დაზვერვის ანგარიშს, რომელიც გამოცემა Globe and Mail-ში გავრცელდა და რომლის თანახმადაც, ჟაო ვეი მაიკლ ჩონგის შესახებ ინფორმაციის შეგროვებაში მონაწილეობდა.