მარიო დრაგიმ პარტიების მხარდაჭერა მიიღო და იტალიის ახალ მთავრობას ჩამოაყალიბებს

ევროპის ცენტრალური ბანკის ყოფილ პრეზიდენტს, მარიო დრაგის იტალიის ორმა პარტიამ მხარი დაუჭირა. დრაგი იტალიის ახალ მთავრობას ჩამოაყალიბებს. ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.

„ჩრდილოეთის ლიგისა“ და „ხუთი ვარსკვლავის“ მოძრაობამ მარიო დრაგის და მის მომავალ მთავრობას ნდობა გამოუცხადა, ისინი მზად არიან, მეტოქეობა გვერდზე გადადონ და ერთიანი მთავრობისთვის იბრძოლონ.

მოლაპარაკებების პირველი ნაწილი იტალიის მომავალ პრემიერსა და პარტიებს შორის უკვე დასრულდა, შემდეგი ეტაპი მომავლი კვირსთვისაა ჩანიშნული, სადაც დრაგი მინისტრთა კაბინეტის წევრებს წარადგენს. დრაგი ასევე პროფკავშირებს, ლობისტებსა და სამოქალაქო საზოგადოების სხვა წევრებსაც შეხვდება.

იტალიაში კრიზისის ფონზე, სამ თებერვალს, იტალიის პრეზიდენტმა სერჯო მატარელამ დეპუტატთა ქვედა პალატიდან რობერტ ფიკო მიიწვია და ახალი კოალიციის შექმნისთვის ნიადაგის მოსინჯვა დაავალა. ფიკომ რამდენიმე დღეში პრეზიდენტს შეატყობინა, რომ ვერ შეძლო დავალების შესრულება. მატარელამ მარიო დრაგი დაიბარა.

მატარელამ იმედი გამოთქვა, რომ მარიო დრაგის მიერ ჩამოყალიბებული მინისტრთა კაბინეტი პარლამენტის მხარდაჭერას მოიპოვებს, წინააღმდეგ შემთხვევაში ქვეყანაში ვადამდელი არჩევნების გამართვა გახდება საჭირო.

ჯუზეპე კონტემ თანამდებობა მას შემდეგ დატოვა, რაც კოალიციური მთავრობიდან იტალიის ექს პრემიერ-მინისტრის მატეო რენცის პარტია გავიდა