უკრაინამ ჩინური კომპანია Great Wall Motor-ი, ომის საერთაშორისო სპონსორების სიაში შეიყვანა

უკრაინული მედიის ცნობით, კორუფციის პრევენციის ეროვნულმა სააგენტომ ჩინური კერძო კომპანია Great Wall Motor-ი, ომის საერთაშორისო სპონსორების სიაში შეიყვანა. ამის შესახებ სააგენტოს პრესსამსახურმა იტყობინება.

კომპანია აწარმოებს და ყიდის მანქანებს ისეთი ბრენდების ქვეშ, როგორიცაა, GWM-ი Haval-ი, WEY, TANK-ი, POER-ი და ORA.

კომპანიის ანგარიშის თანახმად. გაყიდვებმა რუსეთის ფედერაციაში 2021 წელს, 4,973 მილიარდი იუანი (დაახლოებით $780 მილიონი) შეადგინა, რაც ორჯერ მეტია 2020 წელს დაფიქსირებულ მაჩვენებელზე (2,2 მილიარდი იუანი).

„ამ თანხების მნიშვნელოვანი რაოდენობა გადასახადების სახით შედის რუსეთის ბიუჯეტში, რომელიც შემდეგ მხარს უჭერს დამპყრობელთა არმიას და ყიდულობს იარაღს, რომელიც კლავს უკრაინელებს”, - ხაზგასმით აღნიშნა NACP-მა და ასევე განაცხადა, რომ ამ გზით Great Wall Motor-ი აგრძელებს რუსეთის ეკონომიკის მხარდაჭერას. შესაბამისად, აფინანსებს ომს უკრაინის წინააღმდეგ.

„კომპანიის მენეჯმენტს არასოდეს უცდია, დაეგმო რუსეთის შეჭრა უკრაინაში“, - წერს უკრაინული მედია.