ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა მოლდოვისთვის მაკროფინანსური დახმარების 145 მილიონ ევრომდე გაზრდას, რათა დაეხმაროს ქვეყანას, 2023 წელს, თავისი დაფინანსების საჭიროებების ნაწილი დაფაროს.
დახმარება, რომელიც 45 მილიონ ევროს გრანტისა და 100 მილიონ ევრომდე სესხისგან შედგება, სავარაუდოდ, 2023 წლის მესამე და მეოთხე კვარტალში გაიცემა იმ პირობით, რომ მოლდოვა გარკვეულ პოლიტიკურ პირობებს შეასრულებს.
ეს მოიცავს მართლმსაჯულების სისტემის რეფორმებს, კანონის უზენაესობის უზრუნველყოფას და კორუფციასთან ბრძოლას, ასევე, პროგრესს საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) მაკროეკონომიკური პროგრამის განხორციელების თვალსაზრისით.