შვეიცარიამ ბოლო სამ ათწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში, ყველაზე მასშტაბური სამხედრო წვრთნები ჩაატარა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
სამხედრო წვრთნებში, ცხრა დღის განმავლობაში 4 000 ჯარისკაცი მონაწილეობდა.
„წვრთნები, რომლებიც დაგეგმილია 2021 წლიდან, არ იყო ორგანიზებული გასული წლის თებერვალში რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის საპასუხოდ, მაგრამ შვეიცარიის სამხედროებმა განაცხადეს, რომ შეჭრამ წვრთნები უფრო აქტუალური გახადა“, - წერს Reuters-ი.
„ჩვენი პარტნიორების მზადყოფნა და მოსახლეობის გაგება ამ ტიპის წვრთნების მიმართ ძალიან შეიცვალა. ეს, რა თქმა უნდა, პირდაპირ კავშირშია უკრაინის ომთან“, - განაცხადა შვეიცარიის პირველი ტერიტორიული დივიზიის მეთაურმა, მათიას თუშერმა.