ჩინეთის ლიდერმა სი ძინპინმა რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს 9 მაისი კვლავ არ მიულოცა. ამის შესახებ „დოიჩე ველე“ წერს.
ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე არ არსებობს ინფორმაცია, რომელიც მიუთითებდა იმაზე, რომ სი ძინპინმა პუტინს 9 მაისს, მილოცვის შეტყობინება გაუგზავნა. არაფერს წერს ჩინური მედიაც.
სი ძინპინის ბოლო გზავნილი უცხოელი კოლეგებისადმი, რომელიც საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე იძებნება, სამძიმრის წერილია, რომელიც რუანდის პრეზიდენტს, ქვეყანაში ძლიერი წვიმის შედეგებთან დაკავშირებით გაეგზავნა.
აღსანიშნავია, რომ წინა წლებისგან განსხვავებით, მსგავსი მილოცვები ჩინეთიდან არცგასულ წელს მიუღია პუტინს.