იემენის ჰუმანიტარული კრიზისის განსახილველად იემენის საკითხებში გაეროს სპეციალური წარმომადგენელი, მარტინ გრიფიტსი თეირანში პირველად ჩავა.
ადგილობრივი მედის ცნობით, გრიფიტსი ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში ირანის მაღალჩინოსნებს შეხვდება. გრიფიტსის წარმომადგენლების თქმით, დიპლომატიური ვიზიტი ორ მხარეს შორის ურთიერთობებისა და მოლაპარაკებების აღდგენას ემსახურება.
გაეროს დესპანის სპიკერის თქმით, მოლაპარაკებების დაწყების შესაძლებობა აშშ-ის მხრიდან იემენის ომის მხარდაჭერის შეჩერებამ გააჩინა. ჯო ბაიდენმა რამდენიმე დღის წინ საგარეო პოლიტიკის მიზნებზე საუბრისას განაცხადა, რომ აშშ იემენის ომს მხარს არ დაუჭერს.