ჩვენ ვაკონტროლებთ ბანკებს, რამდენად სწორად და კარგად ახდენენ სანქციების მონიტორინგს, სანქციების დაცვა ჩვენთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი, - ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, არჩილ მესტვირიშვილმა განაცხადა.
„კომერციული ბანკები დიდ ყურადღებაეროვნულს აქცევენ, როგორც ანგარიშის გახსნის მომენტში, ისე მომავალში, რადგან შეიძლება, ანგარიშის გახსნის მომენტში არ იყოს პირი სანქცირებული, თუმცა შემდეგ დასანქცირდეს. ამიტომ, ამის ძალიან მკაცრი მონიტორინგი ხდება. ჩვენ ვაკონტროლებთ ბანკებს, თუ რამდენად სწორად და კარგად ახდენენ ამ სანქციების მონიტორინგს. ცალკე განყოფილება შევქმენით ამისთვის და კომერციულმა ბანკებმაც, ზოგმა 15 და ზოგმა ხუთი დამატებით კადრიც აიყვანა, რადგან სანქციების კონტროლი იყოს, რაც შეიძლება ეფექტიანი.
ამან რა თქმა უნდა გარკვეული დაბრკოლებები გამოიწვია ბიზნესისთვის, რადგან ლეგიტიმური გადარიცხვები იყო რუსეთიდან, ბელორუსიიდან და ეს, რა თქმა უნდა, ცოტა გვიანდება, ზოგ შემთხვევაში რამდენიმე კვირით, მაგრამ ამას ყველა გაგებით ეკიდება და მინდა, ვთქვა, რომ სანქციების დაცვა ჩვენთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი“, - განაცხადა მესტვირიშვილმა.