პირდაპირი ფრენების აღდგენა და სავიზო შეზღუდვის მოხსნა საქართველოსთან მიუღებელია, ვიდრე რუსეთი განაგრძობს აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ და ჩვენი ტერიტორიის ოკუპაციას, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.
- პუტინი საქართველოსთან პირდაპირი ფრენების აკრძალვის გადაწყვეტილებასაც აუქმებს
- პუტინი საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმს აუქმებს
„მორიგი რუსული პროვოკაცია. პირდაპირი ფრენების აღდგენა და სავიზო შეზღუდვის მოხსნა საქართველოსთან მიუღებელია, ვიდრე რუსეთი განაგრძობს აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ და ჩვენი ტერიტორიის ოკუპაციას“, – წერს პრეზიდენტი.
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა დღეს გამოსცა განკარგულებები, რომლებიც საქართველოსთან სავიზო რეჯიმის გაუქმებას და პირდაპირი ფრენების აღდგენას ითვალისწინებს.