„არ გჭირდება არც ფრენების აღდგენა და არც ვიზების მოხსნა, ვიდრე რუსეთი მთელი მსოფლიოსთვის აგრესორია და ჩვენი ტერიტორიების ოკუპანტი, ასეთი ჟესტი უდროო, უადგილო და მიუღებელია“, განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა ორბელიანების სასახლეში გამართულ ბრიფინფზე.
სალომე ზურაბიშვილმა მოუწოდა ხელისუფლებას, რომ ეს ის დროა, როცა თავისი პოზიცია, მკაფიოდ უნდა გამოაჩინოს. დროა იმისთვის, რომ უსაფრთხოების საბჭო შეიკრიბოს საჯაროდ და განიხილოს სამთვიანი ვიზების დაწესება. პრეზიდენტის შეფასებით, ეს საჭიროა შიდა გამოწვევებიდან გამომდინარე.
ზურაბივილის თქმით, მეტი კონტროლია საჭირო იმ რუსების მიმართ, რომლებიც შემოდიან ქვეყანაში და რჩებიან: „აუცილებელია, რაღაც ზომების მიღება, რომ ეს ყველაფერი ჩაჯდეს ნორმალურ, ცივილიზებულ ჩარჩოებში“.
- პუტინი საქართველოსთან პირდაპირი ფრენების აკრძალვის გადაწყვეტილებასაც აუქმებს
- პუტინი საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმს აუქმებს
„დღეს ყველამ მოვისმინეთ მორიგი რუსული პროვოკაციული განცხადება, რას ემსახურება ეს პროვოკაცია – შესაძლებელი არის, ერთი მხრივ, ეს იყოს გადაფარვა თავიანთი მარცხის, კრახის ბახმუტში, მაგრამ ის, რაც ხდება და სადაც ვერ ახერხებენ თავიანთი ძალის გამოჩენას, შესაძლოა, ეს იყო პასუხი, გუშინ ევროკავშირის მიერ გამოცხადებული სანქციების მე-11 პაკეტის მიმართ.
ბევრი რამ შეიძლება იყოს, მაგრამ ჩვენთვის რაც მთავარია, ეს არის პირდაპირი პროვოკაცია საზოგადოების გამოწვევისთვის და ჩვენს ხელისუფლებას აყენებს დიდი გამოწვევის წინაშე. ეს უთუოდ გამოიწვევს ერთგვარ დაძაბულობას პარტიებს შორის, თუმცა მე დარწმუნებული ვარ, საზოგადოებაში ეს არანაირ დაძაბულობას არ გამოიწვევს, ეს გამოიწვევს ძალიან დიდ რეაქციას საზოგადოებისგან, რომელსაც კარგად ესმის, როცა რუსეთი ამ ნაბიჯებს დგამს, დგამს თავისი ინტერესებიდან გამომდინარე. სამწუხარო არის, რომ ჩვენმა ხელისუფლებამ ჯერ ვერ გაიგო და ის არ დაფიქრდა ჩვენს გასულ ისტორიაზე და იმ მაგალითებზე, რაც არსებობს, რომ რუსეთი ხელისუფლების დათმობებზე არასდროს დათმობით არ პასუხობს, პასუხობს იმით, რაც უფრო გაურთულებს მდგომარეობას, ეს არის მისი მუდმივი მეთოდი და ამაზე უნდა დაფიქრდეს ხელისუფლება.
მისივე თქმით, საქართველო ტოლერანტული ქვეყანაა, მაგრამ არის რაღაცები, რაც არ შეიძლება, რომ მოხდეს, მაგალითად, რუსულ ენოვანი ბაგა-ბაღების გახსნა არ შეიძლება, სადაც არ იქნება აუცილებელი, რომ ქართული ენის შესწავლაც აუცილებელი იყოს.
- ექსკლუზივი: აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი: ახლა რუსეთთან ურთიერთობის გაზრდის დრო არ არის, მთელი დასავლური საზოგადოება დაშორდა ამ სასტიკ რეჟიმს
- დარჩიაშვილი რუსეთთან შესაძლო ფრენების თაობაზე საუბრებზე: რუსეთთან ურთიერთობები შემოიფარგლება მხოლოდ ერთი საერთაშორისო პლატფორმით - ჟენევის მოლაპარაკებებით