გარდაბნის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში მკვლელობა მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, შვილმა მამა მოკლა, რასაც ურთიერთშელაპარაკება უძღოდა.
როგორც ცნობილია, კაცი სამართალდამცავებმა დააკავეს. მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება, დამატებითი დეტალები ამ ეტაპზე უცნობია.