რიონის ხეობაში, სოფელ ჟონეთში, ნამახვანჰესის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია იმართება.
ადგილობრივ მოსახლეობას დღეს აქტივისტები, გარემოსდამცველები, არასამთავრობო ორგანიზაციები და სხვა მხარდამჭერები შეუერთდნენ. პროტესტის მონაწილეებმა პოლიტიკოსებს მოუწოდეს, აქციაზე სიტყვით არ გამოვიდნენ.
ადგილობრივმა მოსახლეობამ მშენებლობის პროცესის შესაჩერებლად ოქტომბერში ჰესის სამშენებლო ტერიტორიაზე ჯვარი აღმართა და კარვები გაშალა. აქ ისინი სამი თვის განმავლობაში იყვნენ. 30 იანვარს კი დილიდან ამ ტერიტორიაზე მობილიზებული იყო პოლიცია, საღამოს კი, მოსახლეობის წინააღმდეგობის მიუხედავად, სამართალდამცველებმა ჯერ კარვები, მოგვიანებით კი ჯვარიც აიღეს.