საფრანგეთი უკრაინას ათობით ჯავშანტექნიკას და მსუბუქ ტანკს, მათ შორის AMX-10RC-ს გადასცემს. ამის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკისა და ემანუელ მაკრონის შეხვედრის შემდეგ გახდა ცნობილი.
საფრანგეთი გაწვრთნის რამდენიმე ბატალიონს ათობით ჯავშანტექნიკით და მსუბუქი ტანკით, მათ შორის AMX-10RC-ით. სამხედრო დახმარების გარდა, საფრანგეთი უკრაინას სამოქალაქო დახმარებასაც უწევს, მათ შორის ფინანსურ, ჰუმანიტარულ და გადაუდებელ მხარდაჭერას.