ტაილანდის არჩევნებში ოპოზიცია ლიდერობს

ტაილანდში საყოველთაო არჩევნებში ოპოზიციური პარტიები ლიდერობენ, ამას წინასწარი შედეგები მოწმობს.

CNN-ის ინფორმაციით, ხმების 98%-ზე მეტი დათვლის შედეგად სავარაუდოა, რომ „წინსვლის პარტია“, ქვეყნის პარლამენტის 500-ადგილიან წარმომადგენელთა პალატაში, 149 მანდატს მოიპოვებს, მეორე ადგილზე კი, პარტია „ფეუ ტაი“ იქნება 138 მანდატით, 71 ადგილს მოიპოვებს პარტია „ბუმჯაი ტაი“.

ტაილანდში არჩევნები 2014 წლის სამხედრო გადატრიალების შემდეგ მეორედ ჩატარდა.

პრემიერ-მინისტრ, იინგლაკ ჩინავატის დემოკრატიულად არჩეული მთავრობა დაამხეს და პრაიუთ ჩან-ოჩამ თავი პრემიერ-მინისტრად გამოაცხადა.