საქართველოში გახსნილ საარჩევნო უბნებზე, თურქეთის პრეზიდენტობის ოპოზიონერმა კანდიდატმა გაიმარჯვა

თურქეთის საპრეზიდენტო არჩევნებში, საქართველოს საარჩევნო უბნებზე საკუთარი პოზიცია 600-ზე მეტმა ამომრჩეველმა მისცა.

„ჰაბერთურქის“ ცნობით, ამომრჩევლების 63,58%-მა ხმა გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატს, ქემალ ქილიჩდაროღლუს მისცა, მეორე ადგილზე კი, თურქეთის მოქმედი პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი 31,34%-ით გავიდა.

აღსანიშნავია, რომ ერდოღანმა 2018 წლის არჩევნებიც წააგო საქართველოში გახსნილ საარჩევნო უბნებზე.

პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანსა და მის მთავარ ოპონენტს შორის მეორე ტურის გამართვა სულ უფრო სავარაუდოა, მას შემდეგ რაც თურქეთში ათწლეულების განმავლობაში ყველაზე დაძაბული არჩევნები გაიმართა. წერს BBC.

თურქეთის უმაღლესმა საარჩევნო საბჭომ განაცხადა, რომ ერდოღანმა ხმების 49,49% მიიღო, მისმა კონკურენტმა ქემალ ქილიჩდაროღლუმ - 44,79%, თითქმის ყველა ხმა დათვლილია.

50%-იანი ბარიერი ვერცერთმა კანდიდატმა ვერ გადალახა.

ერდოღანმა განუცხადა თავის AK-პარტიის მხარდამჭერებს ანკარაში, რომ ის მზად არის არჩევნების მეორე ტურისთვის, საჭიროების შემთხვევაში, მაგრამ ჯერ თვლის, რომ მაინც შეუძლია, გაიმარჯვოს. ქილიჩდაროღლუმ პირობა დადო, რომ არჩევნებს მეორე ტურში მოიგებს და რომ მისმა კონკურენტმა ხალხისგან ნდობა ვერ მიიღო. არჩევნები მზარდი ინფლაციის ფონზე და დამანგრეველი მიწისძვრების შემდეგ ტარდება.

საბოლოო შედეგები 19 მაისს გამოქვეყნდება.

მეორე ტური 28 მაისს გაიმართება.